Saturday, March 23, 2019

საწრეო მუშაობა ,,დედამიწა ჩვენი საზრუნავია"


 სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის  სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის  2018-2019 სასწავლო   მე-2 სემესტრის  გეოგრაფიის  წრის  მუშაობის  მიზანი  და  პროგრამა .
         წრის  მუშაობის  სახელწოდება:
                                                    ,, დედამიწა   ჩვენი  საზრუნავია“
        გეოგრაფიის  წრის მუშაობის მიზანია:

        გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავება და   და გამოყენება . აამაღლოს მოსწავლეების ინტერესი  და მოტივაცია, გამოავლინოს  მათი უნარ-ჩვევები და დაეხმაროს პროფესიის არჩევაში. მოსწავლეები გაიმყარებენ და გაამთლიანებენ ცოდნას, რის საფუძველზეც შეძლებენ ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. ისინი შეისწავლიან გეოგრაფიის საფუძვლებს, ზოგად კანონზომიერებებს, გლობალური პრობლემების გეოგრაფიულ ასპექტებს და ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებს. მასალის ათვისების შედეგად მათ ექნებათ საკმარისი ცოდნა დღევანდელ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე, ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატასტროფებზე. მოზარდს განუვითარდება უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები და მისი ქვეყნის ადგილი, ფუნქცია დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში. ამ თემების გაცნობიერება და ანალიზი მისცემს მოსწავლეებს სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა  და აქტიური ქმედების შესაძლებლობას. 
     წრეში გაწევრიანება შეუძლია  საშუალო საფეხურის  მოსწავლეებს.
შეხვედრა გაიმართება ყოველ სამშაბათს , მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი.
წრის ხელმძღვანელი - გეოგრაფიის  მასწავლებელი თინათინ ბაძგარაძე

  გეოგრაფიის წრეში  მუშაობის  შედეგად   გამოუმუშავდებათ  შემდეგი  უნარ-ჩვევები
საწრეო მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით . ყოველი შეხვედრა მოსწავლეებთან იქნება სახალისო და საინტერესო.
·         კრიტიკული აზროვნების განვითარების უნარს
·         კომუნიკაციის  უნარის განვითარებას
·         სხვისი აზრის მოსმენას  და შეფასებას
·         გეოგრაფიული ცოდნის მარაგის გამდიდრებას
·         საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას
·         ინფორმაციის მოძიების უნარს
·         მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დადგენის  უნარს
·         ანალიზისა , დასკვნებისა და ინფორმაციის  შეფასების  განვითარების  უნარს
  მოსწავლეები  შეძლებენ სტანდარტით  გათვალისწინებულ  შედეგებზე  გასვლას:
·         განავითარდებათ მოსწავლეებს  კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
·         მოსწავლეები  შეძლებენ ტრანსფერის უნარის გამოვლენას,თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას.
·          მოსწავლეები  დაძლევენ  შიშს  გეოგრაფიის სწავლებისადმი.
·         სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში
·         ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებაში
·         შემოქმედებითად  აღიქვამენ სწავლის პროცესს.




გეოგრაფიის  წრის სამუშაო   2018-2019    სასწავლო   წლის  მე 2 სემესტრი


თემა
მიზანი
მუშაობის ფორმა
            დრო
1
გეოგრაფიის  წრის მიზნების ფორმირება,წრის მუშაობის გეგმის გაცნობა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა
მოსწავლეები გაეცნონ წრის მუშაობის მიზანს და გაიგონ იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც განახორციელებენ სემესტრის განმავლობაში.
მინი ლექცია

დისკუსია




22-01
2
როგორ გროვდებოდა გეოგრაფიული ცოდნა
მოსწავლემ შეძლონს  მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა მოგზაურობის შესახებ.
გაანალიზოს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა და იმსჯელოს მის მნიშვნელობაზე


მინი ლექცია

კითხვა- პასუხი



29-01
3
ტოპოგრაფიულ რუკაზე მუშაობა
მოსწავლემ  შეძლოს ტოპოგრაფიულ რუკაზე მუშაობა , მსგავსი მოდელების შექმნა ტოპოგრაფიული რუკებისა
საერთო საკლასო  
ინდივიდუალური

5-02
4
ბუნებრივი და ანთროპოგენური  ხასიათის  გლობალურ  პრობლემები
მოსწავლემ შეძლებს და აანალიზებს  ადამიანის საქმიანობის შედეგად  წარმოქმნილ  გარემოსდაცვითი  გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე
ჯგუფური,

დისკუსია

12-02
5
გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები
მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს  გლობალური პრობლემების გადაჭრაში  ლოკალურ და საერთაშორისო  დონეებზე შემუშავებული  კორდინირებული  პოლიტიკის აუცილებლობა


ჯგუფური ,

დისკუსია



19-02
6
გლობალური პრობლემები და საქართვლო
მოსწავლე ასახელებს საქართველოში არსებულ ისეთ პრობლემებს რომელიც გლობალური პრობლემის ნუსხაში შედის
მსჯელობენ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე

სლაიდ შოუს ჩვენება

დისკუსია






26-02
7
მდგრადი განვითარება
მოსწავლეები ტექსტის დახმარებით განიხილავენ მდგრადი განვითარების მიზნებს და არგუმენტირებულად მსჯელობენ მის როლზე და მნიშვნელობაზე გლობალური პრობლემების მოგვარებაში და კაცობრიობის მდგრადი განვითარების პერსპექტივისთვის.

მინი ლექცია

დისკუსია







5-03
8
მდგრადი განვითარების მიზნები
მოსწავლეები აჯგუფებენ მდგრადი განვითარების მიზნებს მიმართულებების მიხედვით, გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან 5 მიზანს და ასაბუთებენ არგუმენტირებულად.განუვითარდეთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

დისკუსია

ჯგუფური




19-03
9
ვიქტორინა თემაზე ,,ვინც უკეთ იცის გეოგრაფია“
მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში, ტრანსფერის უნარის განვითარება
ჯგუფური

26-03
10

მომავლის გლობალური პროექტებიმითი თუ რეალობა


მოსწავლე გააცნობიერებს მომავლის სამომავლო პროექტებზე
დისკუსია



2-04
11

გავლილი მასალის ერთი მათთვის სასურველ თემაზე პრეზენტაციის გაკეთება

მოსწავლემ შეძლოს თვითონ შერჩევა მასალის და სასურველი სახით პრეზენტაციის გაკეთება
დისკუსია




16-04
12
ერთად გადავარჩინოთ
დედამიწა ,ატმოსფეროს ეკოლოგია“
მოსწავლემ შეძლოს ბუნებრივი და ანთროპოგენური  ხასიათის  გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა

მინი ლექცია

დისკუსია

23-04
13
სტიქიური მოვლენები, მისი მნიშვნელობა და პრობლემები
მოსწავლემ  შეძლოს გამოთქვას ვარაუდები სტიქიური მოვლენების შესახებ და თავდაცვის ღონისძიებების შესახებ
მინი ლექცია
პრობლემაზე ორიენტირებული კითხვები


30-04
14
ტყის რესურსების გამოყენება  – შედეგები და რისკები
მოსწავლე შეძლოს შედეგის  ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტები:
პრობლემაზე ორიენტირებული კითხვები
 დისკუსია
7-05
15

მდიდრები  და ღარიბები და ჩამორჩენილობის პრობლემა

მოსწავლემ შეძლოს  სოციალური -ეკონომიკური ხასიათის  გლობალური პრობლემების ანალიზი
მინი ლექცია

დისკუსია

21-05
16

დისკუსის თემაზე ,,მთის სოფლების  გაქრობა“


მოსწავლეს შეძლოს დემოგრაფიული პრობლემების გაანალიზება,არგუმენტების მოყვანა პრობლემის სავარაუდო გზების ძიება.

დისკუსია

ჯგუფური



28-05
17

ჩემი ეკონაკვალევი


 მოსწავლე შეძლებს გაანალიზოს რა წვლილი შეიტანა ადამიანმა რაიმე საქმეში, რით დაამახსოვრა თავი სხვებს, რა მოგონებები დატოვა. თითოეული ჩვენგანი ტოვებს კვალსსკოლაში, სამსახურში, შინ, მეგობრების წრეში და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს პლანეტაზე.

ინიდვიდუალური


4-06
18

შემაჯამებელი მეცადინეობა  კითხვა-პასუხებით  და  წრის  მუშაობის  შეფასება ‘ ესეს“  დაწერა    „რა  მომცა  საწრეო  მუშაობამ“

ცოდნის გააქტიურება, ანალიზისა და სინთეზის უნარი.
ინდივიდუალური
1



11-06